"ახლა ცდილობენ, დაგვამონონ, მივცემთ ამის საშუალებას?"- გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდა
პოლიტიკა - 16:24, 20 Oct, 2018     1090
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა საზოგადოება ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დგას, რადგან ბევრი რამ წყდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე აქტიურობა:


„ახლა ცდილობენ, დაგვამონონ, მივცემთ ამის საშუალებას? მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქის ღირსება გაითელოს ფარცხალაძის და სუბელიანის სარდაფებში, მივცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოს სასამართლო მაფიის განშტოებად იყოს გადაქცეული და ასე ბეჭედს ურტყამდეს მაფიის დადგენილებას? მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, რომ ჩვენი სამშობლო მარიხუანის პლანტაციად გადააქციოს და ხელისუფლება ნარკობარიგებად? ჰოდა, თუ ამის საშუალებას არ მივცემთ, თუ ჩვენ სულ ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს გვახსოვს, რომ მთელი ქვეყანა დალომბარდებული არის, ყველას ბანკის უღელი ადგას კისერზე, რომ მოქალაქე მივიწყებული და განდევნილია იქიდან, სადაც მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, 28 ოქტომბერს ჩვენ მივალთ და დღეს უკვე მოპოვებულ გამარჯვებას დავიცავთ ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ კოალიციურ მთავრობაზე და ხელისუფლების მაკონტროლებელ თანამდებობებზე ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნაზე ისაუბრა და გაანცხადა, რომ მომავალში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პოლიცია პოლიტიზირებული არ იყოს.

„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე, რომლებმაც უნდა აკონტროლონ ხელისუფლება, ოპოზიციის წარმომადგენლებს მივიყვანთ და რაც მთავარი არის, საქართველოში დავამთავრებთ სრულფასოვანი დემოკრატიის აშენებას იმიტომ, რომ ეს ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენის გარანტია არის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე თქმით, განათლება, თავდაცვა და ჯანდაცვა არის სამი ბოძი, რომელზეც სახელმწიფო უნდა იდგეს და სწორედ ამ სამი სფეროს განვითარებაზე იმუშავებს მისი გუნდი:

"განათლება, თავდაცვა და ჯანდაცვა - აი, ის სამი ბოძი, რაზეც ჩვენი სახელმიწიფო უნდა იდგეს, თორემ ქართველები გავქრებით ფიზიკურად და ჩვენი მიწის მსურველი დედამიწაზე ძალიან ბევრი არის. არავის არაფერს არ დავანებებთ, ემიგრაციაში წასულებს დავაბრუნებთ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვაახლებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნით, 400-ლარიან პენსიას დავაწესებთ და მასწავლებლის 1000-ლარიან პენსიას დავაწესებთ, იმიტომ, რომ ესეც ჩვენი ღირსების საქმეა." - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42