„ახლა უკვე აღარ ვართ ერთი პარტია, ახლა ვართ 11 გაერთიანებული პარტია და ვაღარავინ მოგვერევა. 28 ოქტომბერს გადაწყდება ძალიან ბევრი რამ, არა ამრტო ვინ იქნება პირველ ტურში გამსვლელი, არამედ საქართველო გადარჩება თუ არა, როგორც დამოუკიდებელი, პროევროპული ქვეყანა. ახლა ბოლომდე ხართ გაღვიძებულები. ქვეყანა არის ჩიხში შესული, აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს, საზღვრებს არავინ არ გვიცავს, სიდუხჭირისგან არავინ არ გვიცავს, ჩვენ მარტო ვართ, როცა არის რაიმე კატასტროფა, უბედურება, მკვლელობა.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა და ზუგდიდელებს გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„ამისთანა ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო კანდიდატი პირველ ლედობაზე ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სახით.“- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მასალის გამოყენების პირობები






