ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები სამხრეთ ნორვეგიაში კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების მაღაზიებს აყაჩაღებდნენ.
ნორვეგიული გამოცემის ინფორმაციით, 2010 წლის მარტიდან მოყოლებული დღემდე ნორვეგიას თავშესაფრის მოთხოვნით 183-მა ქართველმა მიმართა, რომელთაგან ამჟამად 65 სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი ან უკვე დაკავებულია.
გამოცემის ინფორმაციით, 183-ვე ქართველს უარი ეთქვა თავშესაფრის მიცემაზე, თუმცა სანამ მათი მოთხოვნის განხილვა მუშავდებოდა, მათ სხვადასხვა სახის დანაშაული ჩაიდინეს.
ნორვეგიული საინფორმაციო სააგენტო "ზე ლოუქალის" ინფორმაციით, 30 აგვისტოს ქალაქ მიოლდეში ნორვეგიის პოლიციამ ქართველი კრიმინალების სამკაციანი ჯგუფი დააკავა, რომლებიც სამხრეთ ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიებს აყაჩაღებდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ნორვეგიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით იყვნენ ჩასულები.
ნორვეგიის პოლიციის განმარტებით, ქართველი კრიმინალების ერთი ჯგუფი ორი მამაკაცისგან და ერთი ქალბატონისგან შედგებოდა, რომლებიც ნორვეგიაში ოთხი თვის წინ ჩავიდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში მათ ნორვეგიის 14 სხვადასხვა ქალაქში მდებარე მაღაზიები დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში ოსლოში პოლიციამ ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






