"ოცნების დეპრესიული ხელისუფლების ილუზია" - "ძალა ერთობაშია" ოცნების გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება
პოლიტიკა - 12:25, 20 Oct, 2018     1546
გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ საზოგადოებრივი აზრის ანონიმური კვლევის შედეგებს ეხმაურება. ოპოზიციური პარტიების გაერთიანების განცხადებით, კვლევა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კოდექსით დაწესებული სტანდარტის დარღვევით გაასაჯაროვა. „ძალა ერთობაშია“ „ქარული ოცნების“ გასაჯაროებულ კვლევას, სადაც სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურშივე იგებს, ხელისუფლების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მორიგ ეპიზოდს უწოდებს:


„2018 წლის 18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ანონიმური წინასაარჩევნო შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შესახებ. სამწუხაროდ, ბატონმა მდინარაძემ არ ისურვა დაეცვა ამგვარი კვლევებისადმი საარჩევნო კოდექსით დაწესებული სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ინფორმაციის გასაჯაროებას:

· კვლევა უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ და გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას, ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება.

· კვლევის აღნიშნული მეთოდოლოგია უნდა იძლეოდეს შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას. იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა.

ამასთან, კანონის იგივე ნორმა (სსკ, მუხლი 51) შედეგების გამოქვეყნებისას ითხოვს მიეთითოს:

1. ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

2. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

3. კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა;

4. საველე კვლევის ჩატარების დრო;

5. გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

6. რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

7. ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

8. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

9. შერჩევის ზომა;

10. ცდომილების ფარგლები;

11. ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იმ გავრცელებულ სოციოლოგიურ კვლევაში, რომლის თანახმად პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს და მნიშვნელოვნად უსწრებს დღევანდელი რეიტინგით ხელისუფლების კანდიდატს - ზედმიწევნით დაცულია ზემოაღნიშული სტანდარტი, ამიტომ ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს - მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს ოცნების დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარის განცხადებას განვიხილავთ, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რომლის მიზანია მათთვის ჩვეული ხერხებით საარჩევნო შედეგების მანიპულაციისთვის ნიადაგის მომზადება, ამომრჩევლების დეზორიენტაცია და ჰიპოთეტური დესტაბილიზაციით დაშინება.

მივმართავთ პარტიას „ქართული ოცნება“ - 28 ოქტომბერს, ქართველი ამომრჩეველი, საარჩევნო ბიულეტინის საშუალებით, უარს ეტყვის თქვენ კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და ხმას მისცემს იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ უნარი და ნება განახლებული საქართველოს ასაშენელად.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42