"ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 12:06, 20 Oct, 2018     918
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე - „ნაცრისფერი ზონების წაშლა", რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ. დისკუსიისას, რომელიც რეგიონში ტრანსატლანტიკურ პოლიტიკას მიეძღვნა ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობას და განვითარებას.

„ჩვენ ვაფასეთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ ევროპისა და აზიის საზღვარზე, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენი მენტალიტეტი, კულტურა, ფასეულობები, მსოფლმხედველობა და მისწრაფებები ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რაც ამავდროულად არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. პირიქით განვითარებული და სტაბილური საქართველო ყველა მეზობლის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის. თუმცა რუსეთი უარს აცხადებს საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაბმაზე, რასაც აფიქსირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშიც. ვითარება მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა რამდენჯერმე, სუფევს მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, ოჯახები და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია მავთულხლართებით, ადგილი აქვს ხალხის გატაცებასა და მკვლელობას" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფატებზე.

ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-ს მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა აშშ-ს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური სპექტრის მტკიცე მხარდაჭერა ამ გზაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42