გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება
პოლიტიკა - 20:21, 19 Oct, 2018     678

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება. შესაბამის განზრახვათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა გერმანიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ვიზიტისას.

„ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განზრახვის ერთობლივი დეკლარაციას" ასევე ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისმა.

პროგრამის მიზანია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამასთან, მოამზადებს მენეჯერებს, რომლებიც უფრო წარმატებით შეძლებენ ქართული პროდუქციის გატანას ევროკავშირის და მსოფლიო სხვა ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ მენეჯერთა გადამზადების პროგრამით ბოლო სამი წლის განმავლობაში 56-მა მენეჯერმა გაიარა აღნიშნული ტრენინგი.

დეკლარაციაზე ხელმოწერამდე გენადი არველაძისა და ტომას ბარაისს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტისას მიღწეულ ეკონომიკური შინაარსის შეთანხმებებზე და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე. მათ შორის, ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42