"ისტერიულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართული ოცნება, რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ექვსი წლის განმავლობაში ეს უკვე გავიგეთ.
ამჯერად, ივანიშვილის "პიარ ტექნოლოგებმა" შექმნეს ფეისბუკ გვერდი "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა საზოგადოება", რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას ჩვენი კამპანიის და ჩვენი განცხადებების შესახებ.
აღნიშნულ გვერდზე მათ გამოაქვეყნეს პოსტი, თითქოს მე გავაკეთე ქალების მიმართ დისკრიმინაციული და დამაკნინებელი განცხადება. ცხადია, ამ ტყუილს არავინ დაიჯერებს. მაგალითისთვის, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში თანამშრომლების 65%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რაც არის სამინისტროს უდიდესი ინტელექტუალური რესურსი. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პატივისცემა მათ მიმართ თითქმის ყველა ჩემს გამოსვლაში შეგიძლიათ მოისმინოთ.
ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შექმნილი ეს გვერდი არის რუსული სტილის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი, მეთოდი, რითაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს არჩევნებში.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა იციან, რომ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა, პირწმინდად მარცხდებიან არჩევნებში და კვლავ მიმართავენ ტყუილის კამპანიას, რასაც ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს" - წერს გრიგოლ ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






