სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 12:10, 05 Sep, 2013     1299

ყველაზე მაღალი ნალექიანობით ქობულეთი, ქედა და ჩოხატაური გამოირჩეოდა, სადაც გასული ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შესაბამისად 106, 90 და 72 მმ შეადგინა, რაც ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება. ძლიერ ქარი აღინიშნა ზღვის სანაპირო ზოლში, შიდა ქართლში, თბილისში და მდ. თერგის ხეობაში. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ ქობულეთში 20 და თბილისში 25 მ/წმ-ს მიაღწია. ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ საშუალოდ 3 მ შეადგინა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე).

 

დასავლეთ საქართველოს უმეტეს მდინარეებზე წლის დონეებმა მნიშვნელოვნად (1 მ-მდე) აიწია, თუმცა ჯერჯერობით საშიშ ნიშნულებამდე არ მიუღწევია. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენების შედეგად: ქედის რაიონში დაიტბორა ნათესები და დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები; დაიტბორა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეული ქუჩები; ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული; თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე.

 

არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს. სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტირდეს მეწყრული პროცესები.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს განვითარებული არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ 5 სექტემბრის დილის 10 საათის მდგომარეობის მონაცემებს შეიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42