გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
სამართალი - 18:41, 19 Oct, 2018     42755

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა.

პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. ,,გორმედის" სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

პროკურორის ბრალდებით, მამაკაცი სიტყვიერად დაემუქრა მეუღლეს და შემდეგ თავზე და ტანზე სამჯერ დაარტყა მის ხელთ არსებული ხის ჯოხი.

დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი აცხადებს, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და, მხოლოდ, ამის გამო გამოიძახა პოლიცია.

„როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს გორმედში სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. “-ამბობს დაზარალებული.

ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.

დაკავებულს პროკურატურამ ორი მუხლის, 151-ე და 126-ე მუხლის მიხედვით წარუდგინა: მუხლი 151- მუქარა 1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 126 (ოჯახში ძალადობა) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ,ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.



წყარო: Qartli.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42