„თბილსერვის ჯგუფი“ კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს
პოლიტიკა - 14:26, 19 Oct, 2018     697
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდას აგრძელებს. საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია. დასუფთავების სამუშაოები ავტობუსების გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და განათების ბოძებზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს:


"დედაქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია, თუმცა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ერთი ფაქტი, რაზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცა. მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში მიიღება მკაცრი ზომები.

რაც შეეხება სააგიტაციო მასალის განთავსების წესს, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი განმარტავს, რომ აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე."- აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება 17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომაზე დაავალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42