ლარი რეკორდულად გაუფასურდა: პროდუქტი ძვირდება - ექსპერტები გამოსავალს ვერ ხედავენ
პოზიცია - 12:22, 19 Oct, 2018     4157
სავალუტო ბაზარზე პანიკის ნიშნებია - დოლარზე მოთხოვნა იზრდება და ლარიც რეკორდული სისწრაფით უფასურდება.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2 ლარი და 74 თეთრი ღირს.

მოსხლეობამ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საკუთარ ჯიბეზე უკვე იგრძნო: ძვირდება პროდუქტი. მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმპორტირებულ საქონელს ყოველდღიურად სულ უფრო ძვირად ყიდულობენ.

რა ფაქტორები ახდენს ლარის კურსის დევალვაციაზე გავლენას? - ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში გარკვეული წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების ძალაში შესვლის მოახლოებამ.

„შეგვიძლია გამოვყოთ სამი ფაქტორი. ერთი: თურქეთიდან მომდინარე ფაქტორი, რომელიც წესით, დიდწილად უკვე ამოწურული უნდა იყოს. მეორე ფაქტორი არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის მცირედით, მაგრამ შენელება ბოლო თვეების განმავლობაში და მესამე არის ის მოლოდინები, რომელიც შექმნილია და უკავშირდება არჩევნებს და წლის ბოლო პერიოდს და საჭიროა ამ მოლოდინების სწორი მართვა, სწორი კომუნიკაცია,“ - განაცხადა პაპავამ.

ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.

„მოლოდინები არის , რომ გაუფასურდება, ამას ერთვის ის, რომ ყოველთვის მოლოდინები როდესაც აცივდება, არის ხოლმე იმის, რომ მოხმარებული პროდუქცია უნდა გაიზარდოს, იმპორტირებული პროდუქცია,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება, რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცვლითი კურსში გამოხატული, ეს გახლავთ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის მყისიერი ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ ის მოწყვლადია. ჩვენს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საგარეო ფაქტორები. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკვე ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბებული მოლოდინი და ნაკლები ნდობა ლარის მიმართ და ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მკურნალობა,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ბლუმბერგის მონაცემებით, ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42