ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმის ახალი დეტალები - 10 დაკავებულიდან ერთი ქალია, რომელიც გატაცებისთვის მოსკოვიდან ჩამოვიდა
სამართალი - 11:41, 19 Oct, 2018     2866
23 წლის გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10-ვე პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

როგორც ირკვევა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გამტაცებელთა შორის ერთი ქალია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული პირი მოსკოვიდან მეუღლესთან ერთად გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ადვოკატმა დაადასტურა ისიც, რომ დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულია მათი შვილი ნიკა ქავთარაძე, რომელიც პოლიციამ თბილისში აიყვანა. მისი უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ქავთარაძეს დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს.

"დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო, არ იმყოფებოდა და უშუალოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არავის გატაცებაში. არც კონტაქტზე გასულა, არც გატაცებაში მონაწილეობდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დააკავეს, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნაცნობობიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.

გიორგი დეკანოიძე დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით სამ მილიონს ითხოვდნენ.

თავადპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატრდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, დაჯგუფების აყვანის ოპერაცია სოფელ კვახჭირში ჩატარდა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გატაცებულის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანა იგეგმებოდა, რაც დაჯგუფების წევრებმა ვერ მოასწრეს.

გიორგი დეკანოიძე კი სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ბოროტმოქმედების მოთხოვნას არ დათანხმდა, ახალგაზრდა ტყეში დატოვეს.

ცნობილია, რომ ბიზნესმენი ამირან დეკანოიძე სასტუმროს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42