ექსპერტებმა ევროპასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის ქმედებებზე ისაუბრეს. ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონისგანცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროპის აღმოსავლეთ რეგიონების ქვეყნები კრემლის რეჟიმის მძევლები აღარ გახდნენ.
„დღეს, კრემლი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ცენტრალურ ევროპაში მიღწევების უკან დახევას და ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში ამგვარი მიღწევების პრევენციას.
მოსკოვის მიზანია ხელი შეუშალოს ნატო-სა და ევროკავშირს აღმოსავლეთის გაფართოებას და შეზღუდოს ევროპის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნების სუვერენიტეტი. უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხეები რომლებიც ევროპის აღმოსავლეთში ქვეყნებს ემუქრება, ჩვენი საერთო გამოწვევაა.
იმის დაშვება რომ ეს ერები ოკუპაციისა და დაშინების მძევლები იქნებიან, ევროპაში არასტაბილურობისა და კონფლიქტის რეცეპტია. დასავლეთმა უნდა დავიცვათ ამ ერების უნარი იყონ სუვერენული, ერთიანი და თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. რეფორმის გზა უნდა აირჩიონ კიევში, კიშინიოვში, ერევანსა და თბილისში,”-აცხადებს აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო წარმატებული ქვეყანა გახდა. რუსეთმა დაინახა რომ ის თავს აღწევდა მისი გავლენის ზონას. იმ შემთხვევაშიც კი თუკი საქართველო იქნებოდა ნეიტრალური მაგრამ წარმატყებული ქვეყანა, ეს პრობლემას წარმოპადგენს მოსკოვისთვის. ნატოს რუსეთის საზღვრებთან მიახლოვებაზე მეტად, კრემლს დემოკრატიის, განვითარებისა და წარმატების მიახლოვების ეშინია. ვარდების რევოლუცია, ნარინჯისფერი რევოლიცია და სხვა ცვლილებები შთაგონების წყაროა არა მარტო სამეზობლოში, არამედ რუსეთის მოსახლეობისთვისაც,”-განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






