გრიგოლ ვაშაძის თქმით, 28 ოქტომბერს გამარჯვებას და ჩვენს არჩევანს დავიცავთ და დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა.
„სამეგრელოს კარიბჭე - აბაშა, შესანიშნავი ადამიანები, მშრომელი, ნიჭიერი, რომლებმაც იციან, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. რეფერენდუმში არჩევანი არის ყოფნა-არყოფნა და საქართველოს და არა საქართველოს შორის. იციან აგრეთვე ის, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში შეუძლია აღმავლობა, აღმშენებლობა, განვითარება, თანასწორობა და სამართლიანობა მოიტანოს, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია. 28 ოქტომბერს გამარჯვებას და ჩვენს არჩევანს დავიცავთ და ამის შემდეგ სამეგრელოში, კერძოდ აბაშაში, საქართველოშიც დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება რევანშისგან, პოლიტიკური შურისძიებისგან, სამოქალაქო საზოგადოების დაკნინებისგან და საქართველოს მოქალაქის ინტერესების უგულვებელყოფისგან" - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები






