მერაბიშვილის ადვოკატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
სამართალი - 10:53, 05 Sep, 2013     4447


"ნიუპოსტი" მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი.

 

ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება.

 

დაცვის მხარე ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და დაიწყოს მის მიმართ დისციპლინური დევნა.

 

დაცვის მხარე ასევე მოითხოვს აცილება მიეცეს ყველა იმ სასამართლოს, რომლის განაჩენიც აპელაციის შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გადაწყვეტილება და არსებობს ეჭვი, რომ იგი არის პროკურატურის კონტროლის ქვეშ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებული ყველა შუამდგომლობა მათ შორის, აღკვეთის ღონისძიება, ყადაღის დადება და შემდეგ მოხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომების ვადის გაგრძელება, ადვოკატის შუამდგომლობით ვადის გაგრძელებაზე უარი, განხილა ერთმა მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აშკრაა, რატომ ითხოვს პროკურატა დაჟინებით საქმის განხილვას ქუთაისში, მაშინ როდესაც პროკურატურისავე მტკიცებით, ერთი დანაშაული ჩადენილია თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში. საქმის ქუთაისში განხილვა ასევე ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ასევე მეტყველებს სუბიექტურ მიდგომაზე.

 

დაცვის მხარეს სურს აქვე გამოეხმაუროს სასჯელაღსრულების სამინისტროს ცინიკურ პოზიციას ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაცვის თხოვნაზე, მიეცათ ოჯახისათვის ექიმების შეყვანისა და მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილთან სისტემატურად შედის ფსიქიატრი. სამინისტროს აგდებული დამოკიდებულება დაკავებულის ჯანმთელობის მიმართ დაცვის მხარეს აიძულებს მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

5 სექტემბერს, 12:00 საათზე ივანე მერაბიშვილის ადვოკატები აღნიშნულ საკითხებზე გამართავენ პრეს-კონფერენციას", - ნათქვამია მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42