გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არათუ უწყების გაუქმებას არ გეგმავს, არამედ, მათ მიერ გაცხადებული რეფორმის მიხედვით, პოლიციელთა ხელფაები გაიზრდება 2000 ლარით და უზრუნველყოფილი იქნება მათი სოციალური გარანტიები. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამის მიხედვით მოხდება პოლიციის სრული დეპოლიტაზაცია და შეიქმნება პოლიციის და პატრულის ეროვნული სამსახური და გამოძიების ფედერალური ბიური.
„ქართული ოცნება გადასულია ტოტალური დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამჯერად ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიციის სამსახურებში, სადაც ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა ძალიან დაბალია და ამბობენ, რომ თითქოს ვინმე პოლიციელების სამსახურიდან გაშვებას აპირებს. თუ ვინმემ შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი, ეს არის ქართული ოცნება, სწორედ ამიტომ მოვახდინეთ ჩვენ რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს გულისხმობს. პირველი ეს არის შინაგან საქმეთა ორგანების და პოლიციის სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია, რომ ვერავინ ვერასდროს შეძლოს თავისი მიზნებისთვის ამ უწყების გამოყენება; მეორე- ყევლა პოლიციელი არათუ შეინარჩუნებს სამსახურს, არამედ მინიმალური ხელფასი იქნება 2000 ლარი და თითოეულ მათგანს ექნება სრული გარანტია როგორც სოციალური, ასევე კარიერული წინსვლის; და მესამე - ჩვენი რეფორმა გულისხმობს, მაღალი დამოუკიდებლობის მქონე ორი უმნიშვნელოვანესი სამსახურის ჩამოყალიბებას, ეს რის პოლიციის და პატრულის ეროვნული სამსახური და გამოძიების ფედერალური ბიური.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავინ არ აპირებს შინაგან საქმეთა ორგანოების გაუქმებას და თითოეულ პოლიციელს მივმართავთ - დაიცავით კანონი, თითოეული თქვენგანი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, თქვენი მინიმალური ხელფასი იქნება 2000 ლარი და ვერავინ ვერ მოგცემთ პოლიტიკურ დავალებებს, ისე როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება დღეს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






