"ოცნება კოლოსალურ თანხას ხარჯავს, რომ დააზიანოს გრიგოლ ვაშაზის პლაკატები"- ოპოზიცია კალაძეს უკანონო ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:50, 18 Oct, 2018     1002
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

საუბარია კახა კალაძის მიერ გუშინ გაცემულ ბრძანებაზე, რომელიც დედაქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას გულისხმობს.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება კოლოსალურ თანხებს ხარჯავს იმისტვის, რომ გრიგოლ ვაშაზის საარჩევნო პლაკატები დააზიანოს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დარწმუნებილია, რომ 28 ოქტომბერს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დამარცხდება, რითაც "ქართული ოცნების" პირობებში არსებული კრიმინალური დაჯგუფებები წარსულს ჩაბარდება.

"რამდენიმე დღეა, ქართული ოცნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით კოლოსალურ თანხას ხარჯავს, რომ დააზიანოს ჩვენი პლაკატები, ბანერები და შეღებოს ეს ყველაფერი. გუშინ კი თბილისის მერი, კახა კალაძე გამოვიდა და დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, რომ ქალაქში ჩვენი პლაკატები ჩამოეხსნათ. მინდა თბილისის მერს მივმართო, ბატონო კახა, შეასრულეთ კანონით თქვენზე დაკისრებული მოვალეობა, შექმენით, გამოიტანეთ ქალაქში სტენდები, სადაც შეიძლება პლაკატები გამოიკრას და ნუ აძლევთ უკანონო დავალებებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. სამშენებლო ღობეებზე და აბსოლუტურად ყველგან, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხსნიან ჩვენს პლაკატებს. მინდა გითხრათ, რომ ამ უკანონობაზე პასუხად მიიღებთ, მშვიდობიანი არჩევნებით თქვენს წარსულში ჩაბარებას. თქვენ ცდილობთ შეაშინოთ საზოგადოება,. მივმართავ საზოგადოებას, ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა დავასრულოთ ის კატასტროფა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. 28 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება ის ტოტალური და სრულიად უკანონო დაჯგუფებების არსებობა ქვეყანაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაყალბებისგან თავისუფალ, სამართლიანი არჩევნებში გავიმარჯვოთ და დავიწყოთ განვითარების ახალი ეტაპი"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42