სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - საუბარში მონაწილე დეოუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მტავარი კითხვა რაც უნდა დაისვას არის ის, თუ როგორ მოხდა დეპუტატისა და პატიმრის საქუბრის ჩაწერა. კონკრეტულად საუბრის შინაარსზე კი ის არ საუბრობს, ასევე არ უარყოფს ამ ყოველივეს:
„გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევედი, მოითხოვენ კიდევ ჩემს შესვლას? კიდევ შევალ, არა მარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერ სვანთან. ვინც მოითხოვს, ჩემს შესვლას, შევალ, მისი მოთხოვნით შევდიოდი, მისი ოჯახის მოთხოვნით შევდიოდი, 14-შიც შევედი, მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადამიანი, რომლის შვილის გამოც, ორი ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადეს. ორი ოჯახი გაუბედურდა, თვითონ, პროკურატურის პოლკოვნიკი სამარტოო საკანში, დაენგრა ოჯახი, არ იქნება სტრესის ქვეშ? მე ვთქვი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო, თქვენ უნდა კითხულობდეთ, როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრის საუბარი იქნა ჩაწერილი პატიმართან, მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






