ისანში სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტი ხორციელდება
პოლიტიკა - 15:04, 18 Oct, 2018     545

ისნის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.

ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ტარდება ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის N11ა და N2 კორპუსებში, ხოლო ქანობიანი სახურავი ლუსინიანის ქუჩა N20-ში იცვლება; ახალი წყალსაწრეტი მილები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსსა და ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში.

ათ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება წყლისა და წყალარინების ქსელებს, მათ შორის: ონაშვილის ქუჩა კორპუსი N10, გურჯაანის ქუჩა N1, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N11, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის კორპუსი N14, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის კორპუსი N11ა, ყვარლის ქუჩა N109, სამგორის დასახლება კორპუსი N30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N37, N53, და N153ა.

სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს ირბახის ქუჩა N15-ში, ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 -სა და N12 კორპუსებში; სენსორული განათების სისტემა მონტაჟდება მოსკოვის გამზირის N19ა კორპუსში; სართულშუა ნაპრალების ამოვსება წულუკიძის ქუჩა N18 კორპუსში ხორციელდება; თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება წულუკიძის ქუჩა N23 ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში.

აღნიშნული პროექტებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 573 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ისნის გამგეობამ 2018 წელს ცხრა თვის განმავლობაში, 42 პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 80-მდე პროექტი იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42