„ეს არის რეალობის მოდელირება, სუბელიანი რასაც საუბრობს, დიდი ნაწილი არის ილუზია“ - მამუკა ბახტაძე სკანდალურ ჩანაწერებზე
პოლიტიკა - 14:59, 18 Oct, 2018     1265

სუბელიანის სკანდალური ფარული ჩანაწერები - საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება:

„ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩვენ ეს ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების აღრევასთან, დღეს კახიმ განცხადებაც გააკეთა, მას ფიზიკურადაც არ ჰქონია ინტერაქცია ამ ადამიანთან, ეს ადამიანი რასაც საუბრობს დიდი ნაწილი როგორც ჩანს არის ილუზია. მთავარია ის, რომ მსგავსი ფაქტებით ცდილობენ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გარკევული მოლოდინი შექმნანა, რომ არჩევნები ვერ ჩატარდება მშვიდობიან ფონზე. ნუ გაქვთ ამის ილუზია, საქართველო კარგად აფასებს სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის. მინდა განვაცხადო, საქართველოში არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში, იმ სტანდარტით საითკენაც მივისწრაფვით, ევროპული ოჯახის შესაბამისად. ყველაზე მთავარი, არჩევნების დღეს ქართველი ერი გააკეთებს თავის არჩევანს და დარწმუნებული ვარ ეს არჩევანი იქნება ისეთი, რომელიც ემსახურება ჩვენს მთავარ მიზნებს, ევროპაში ინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაცია, ეკონომიკის განვითარება. მნიშვნელოვანია წარსულს ჩავაბაროთ ის, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას, ეს არ არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს პიროვნული შეტევები და ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რაც ოპოზიციურ ნაწილს ამოძრავებს, ეს არის ჩვენი პოზიცია, ნუ ექნებათ ამ ადამაინებს ამის ილუზია, ისინი ვერ შემოიტანენ საზოგადოებაში დისონანს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს მოსაზრებას სისტემური პრობლემების შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის რეალობის მდოელირება და სიმართლეს არ შეესაბამება:

„ეს არის რეალობის მოდელირება, გუშინაც და რადმენიმე კვირის უკან, კიდევ ერთხელ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ჩვენი რეფორმების შედეგად მიღებული ადგილი საერთაშორისო რეიტინგებში, როგორ ფიქრობთ, მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ მთელ მსოფლიოს შევუქმნათ ილუზიცა, რომ ქვეყანაში ასეთი სისტემური პრობლემები გვაქვს? ამას კონკრეტულად ეს ჯგუფი აკეთებს. ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა“, - აღნიშნა ბახტაძემ.

კითხვას თუ რომელ ჯგუფს გულისხმობს პრემიერ-მინისტრი, ბახტაძემ უპასუხა:

„საქართველოს მოსახლეობას რომ შეეკითხოთ, ეს ამბავი მათთვის არ იქნებოდა სიურპრიზი, მათ იციან რაზე იყვნენ წამსვლელები ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის დროს“, - დასძინა ბახტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42