გიორგი გახარიამ აშშ-ს "აილენდის" ტიპის ხომალდის - „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 14:45, 18 Oct, 2018     667
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვას შექმნიდან 20 წლის აღსანიშნავი თარიღი მიულოცა, სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხომალდების პირად შუამდგომლობას წარმატება უსურვა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ 2 ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, აშშ-ს მიერ გადმოეცემა საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 ხომალდი. მე მინდა პირველ რიგში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში" - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42