"როცა სამი კაცი ზის, ერთ-ერთი იწერს..." - ლალი მოროშკინა ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს დაპატიმრებამდე ესაუბრა
პოლიტიკა - 14:53, 18 Oct, 2018     6476
ციხის საკნის სკანდალურ ჩანაწერებზე, აუდიოფაილების ახალი ფიგურანტი, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა პირველ კომენტარს აკეთებს.


მოროშკინა მირზა სუბელიანის განცხადებებს მაღალჩინოსნების კომპრომატების შესახებ ბრალდებულის „მძიმე ფსიქოლოგიურ“ მდგომარეობას უკავშირებს.

„რუსთავი 2“- ის მიერ გუშინ გავრცელკებული სკანდალური ჩანაწერის მიხედვით, ხორავას ტრაგედიის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, სუბელიანი ამბობს, რომ 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

„მე ჩემმა მშობლებმა ვერ მმართეს, კახივილმა კი არა”- ამბობს ლალი მოროშკინა ამ საკანდალური განცხადებების საპასუხოოდ და ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს, სანამ ის, საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდებოდა, დაუკავშირდა და საქციელი შეუქო.

„მირზა უბელიანი იყო ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ნაციონალური მოძრაობი დრო ის იყო პროკურორი, მე მაშინ ვყავი უფლებადამცველი და ჩვენი გზები ვერაფრით ვერ იქნებოდა გადაკვეთილი. როცა მოვიდა ახალი მთავრობა და მირზა სუბელიანი მოვიდა მთავრობაში მე მქონდა შეკითხვები. ადამიანი, რომელიც იყო პროკურორი, როგორი იქნებოდა ის გენინსპექციის უფროსი. მირზა სუბელიანს აქვს კარგი თვისება, რასაც ფიქრობს ღიად საუბრობს იმას და მან იცოდა რომ ჩვენ ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდა.

მე როცა მოვხვდი პენიტენციალურ სისტემაში, პრველი ვინც მოვინახულე იყო ბაჩო ახალაია, როცა ადამიანი ციხეში, კანონის ფარგლები უნდა შეთავზო ის რაც ეკუთვნის და უნდა დაინტერესდე.

ჩანაწერებს რაც შეეხება ჩვენ ერთობლიად განვახორციელეთ სამუშაოები, ამოვიღეთ კამერებიდან სათვალთვალ მოწყობილებებო, რომ ეს შანტაჟისთვის არ გამოუყენებულიყო. მირზათან მე დავალაგე ურთიერთობა, ვთანაშრომლობდით კარგად, ჩემი ზარი ბოლო იყო წინა დღეს, როცა ის ჩაბარდა პოლიციას, მე ვუთხარი, რომ მირზა გაამგრდი, ციხე შენთვის ძნელია, მაგრამ შენ გადადგი გაბედული ნაბიჯი და მან მადლობა მითხრა ამაზე. მე დავიტოვე უფლება რომ აუცილებლად მოვინახულებდი”- აღნიშნა ლალი მოროშკინამ "ტვ.პირველის" ეთერში.

რაც შეეხება ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, ვინ ჩაწერა ყოფილი მაღალჩინოსანი გლდანის მერვე დაწესებულებაში, ლალი მოროშკინა ამბობს, რომ საუბარი ჩანაწერში ფიგურანტი სამი პირიდან ერთ-ერთი იწერს. სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძესა და დავით ცუხიშვილს არ ჩაიწერდა.

მოროშკინა ამას „სვანური ხასიათით წერს“. მეტიც, მისი თქმით, სუბელიანს არც აქვს და არც აგროვებდა მაღალჩინოსბებე კომპრომატებს.

“დიდი დეტექტივი არ უნდა იყო, რომ მიხვედ, როცა სამი კაცია ერთერთი იწერს. მე ასე მგონია, რადგან ციხე გაიწმინდა მოსასმენი აპარატურისგან, ბოლოს არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მაინც არ მგონია.

ვის აწყობს ეს? მირზა სუბელიანს ეს არ უნდა აწყობდეს, რადგან ის არის მსხვერპლი. მირზა სუბელიანმა გადასარევად იცის, როგორი უკონტროლო ვარ მე. მასაც უთქვამს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთ სისტემაში, მაგრამ მე ჩემი ხედვები მაქვს და შენ შენი, მაგრამ ამას ხელი არ შუეშლია და ჩვენ ვთანამშრომლობდით.

არსებობს სვანური ეთიკა, მორალი, მე გამოვრიცხავ, რომ მირზას აქვს რაიმე სახის კომპრომატი. მირზას, რომ ეს ყველაფერი სდომოდა ან ქონოდა, ჩვენ ამას დღეს არ მოვისმენდით, ის არ აგროვებდა კომპრომატებს, მირზა სუბელიანია სვანი, ჯაფარიძე სვანი და გიო, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურრიებს, ის არის აწ გარდაცვლილი გიორგი ავალიანი, მე მას ვიცნობდი და სხვანები არასოდეს არღვევენ მთავარ პრინციპს. მირზა სუბელიანი რომელიც გაიზარდა ავალიანთან ერთად, ვერ ჰკრა ხელი, მიუხედავად იმსია, რომ მათ სხვადასხვა გზები ჰქონდათ, მირზა არასოდეს არ წასულა ასეთ რაღაცეებზე. 26 მაისს მირზა იყო იმ მთავრობის ჯარისკაცი, შემდეგ ამ მთავრობის და ის პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს”- განმარტავს ლალი მოროშკინა.

ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერებით მირზა სუბელიანის ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

„ამ ჩანაწერებით მირზას ფსიქიკას ურღვევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. კახიშვილის სახელით მანიპულაცია არის გამორიცხული, კახიშვილს ჰქონდა ეთერი ყოველთვსი და მას შეეძლო ეს გამოეყენებინა. 2013 წელს კახიშვილმა თუ თქვა რომ მირზა იყო წინა ხელისუფლებაში 26 მაისს და ის დღეს პენიტენციალურ სისტემაშია, ეს იყო ბუნებრივი. თავის დროზე რომ პასუხი გასცემოდა ყევალფერს, დღეს ასე არ მოხდებოდა”- დასძინა მან.

მოროშკინა მირზა სუბელიანსაც მიმართავს:

„მინდა მივამრთო მირზას, რომ შენ დღეს მორალურიად გჭირდება მხნეობა, რასაც შენ დღეს გიკეთებენ ეს არის ძალიან ცუდი, შენ გადადგი ღირსეული ნაბიჯი, ვანო მერაბიშვილის დროს ბევრი ღირსეული იყო ვინც აგრძელებს მუშაობას”- აღნიშნა მოროშკინამ.

ყოფილი მაღალჩინოსანი ხორავას ტრაგედიასა და მირზა სუბალიენის როლს შეეხო და აღნიშნა, რომ სუბელიანს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია.

„ჩვენ ვართ მომსწრე უდიდესი ტრაგედიის როცა ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ ვართ მომსწრე იმ ტრაგედიის რაც შემდეგ გაგრძელდა. თუ შენმა შვილმა რამე დააშავა და შენ არ განაცხადე, ეს არ არის ყველაზე დიდი დანაშაული, მირზამ აიღო თავის თავზე ყევლაზე დიდი დარტყმა, იყო საუბრები, რომ მირზას იმიტომ არ იჭერენ, რომ მას აქვს კომპრომატები და თუ დაიწყებს საუბარს ოცნება ჩამოიშლება. მირზას არ აქვს კომპრომატები და არ აპირებს ამის სააშკარაოზე გამოტანას. როცა ოთხ კედელი ხარ, რთულია ამის ატანა. რასაც მიუსჯიან ძალიან მალე დატოვებს ციხეს და უნდა გააგრძელოს ცხოვრება და მას ეხლა ფსიქიკა აქვს შერყეული. ნუ მანიპულირებენ. არ არსებობს ამ კლანის მორღვევა, რადგან ამ ადამიანებში არსებობს მორალური პრინციპები“- აცხადებს ლალი მოროშკინა და სურვილს გამოთქვამს რომ მირზა სუბელიანს შეხვდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42