"საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი" - ჯონათან კაცი
პოლიტიკა - 10:26, 18 Oct, 2018     966

ვაშინგტონში, აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდში (German Marshall Fund of the United States/GMFUS), გაიმართა საქართველოს შესახებ დისკუსია სახელწოდებით: „Keeping Georgia's Euroatlantic Future on Track." ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი.

საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ასევე საქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან ვიზიტებს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალზე წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, რაც ჯონათან კაცის თქმით კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ მტკიცე ურთიერთობებს.

„მიმდინარე წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, მათ შორის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელისა და ნატო-ს თავდაცვის მინისტრების უაღრესად პოზიტიური შეხვედრები საქართველოში; თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ძალზე წარმატებული იყო, რომელმაც კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი ურთიერთობები ვაშინგტონთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, განსაკუთრებით კი NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ქვეყანა ასევე ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება"- განაცახდა ჯონათან კაცმა.

მისი თქმით, მაღალი დონის ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. მისი განცხადებით, წარმატებებთან ერთად ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებული საფრთხე კი რუსეთის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. მისი თქმით, ის არაერთხელ დარწმუნდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგებში, რომლებიც საქართველოში განხორციელდა.

მარშალის სახელობის ფონდში გამართულ ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოდან ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42