საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ორ ოქტომბერს, ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წინა პრეზიდენტმა ეთნიკურად თურქ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა, ეთნიკური სომხები კი დღემდე ამ პრობლემის წინაშე დგანან.
სტატიის ავტორის თქმით, აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის ნაწილი ისედაც ეწინააღმდეგება ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობით ხორციელდება და მსგავსი განცხადებების გაკეთებას რეგიონში დამატებითი დაძაბულობა შეაქვს და სეპარატისტულ განწყობებს აღვივებს.
სტატიასი ნათქვამია, ისიც რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას.
მასალის გამოყენების პირობები






