"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
პოლიტიკა - 17:32, 17 Oct, 2018     1118

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული საკითხების განხილვასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია და გაექცეს პასუხისმგებლობას.

"პრეზიდენტმა მიმართა პრემიერმინისტრს და ეს ნახა მთელმა საქართველომ. სამწუხაროდ, ამ მიმართვის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ მთავრობის მცდელობას უგულებელყოს კონსტიტუცია და ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა, განზე გადგეს და გაექცეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა იმართებოდეს კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ კონსტიტუციური ფორმატებით და კანონიერების პრინციპზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის.

ჩვენი პრობლემაა ის, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს ჩანაცვლების განაცხადი აქვს გაკეთებული არაფორმალურ ჯგუფებს, რისი ძალიან მძიმე შედეგები ჩანს და კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს ამ ქვეყნის წინაშე, დისკუსიის გადატანის მცდელობა მძიმე და წერტილი სად უნდა იყოს დასმული, ესეც აჩვენებს რამდენად არაადეკვატურად აფასებენ ფორმალურად პასუხისმგებლობის მქონე პირები, რამდენად ვერ იაზრებენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვერ იაზრებენ იმ უმწვავეს მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ის პასუხი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის ადმინისტრაციისაგან სამართლებრივი თვალსაზრისით არაკომპეტენტურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42