ნატო ჩხეიძე, რომელიც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა, მანამდე კი ბიზნესმენებს მიმართა:
„ის, რაც იყო მცირე საშუალებები რეკლამებიდან, ის ყველაფერი ამოიწურა. თუ იქნება რაიმე რეკლამა ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ, თუკი უნდათ, რომ ამუშავდეს ტელეკომპანია „იბერია“ არსებობს ორი საშუალება - ერთი „ომეგა ჯგუფი“ ამუშავდეს და მეორე საშუალებაა, რომ იმათ, ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულანშემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“,-ამბობს ნატო ჩხეიძე.
ტელეკომპანია „იბერიას“თანამშრომლები კი ამბობენ, რომ წინ არჩევნებია და ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პროცესებსა და არჩევნებს ტელეკომპანია ვერ გააშუქებს.
„იბერიაში“ საინფორმაციო გამოშვებისა და გადაცემების შეწყვეტას პრობლემას უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი მარიამ გოგესაშვილი.
„არჩევნებამდე ტელეკომპანია როდესაც იხურება და ვეღარ აგრძელებს მუშაობას, ეს არასწორია და არ უნდა იყოს ასეთი ფაქტები.
ეს მოქმედებს იმაზე, რომ მედიაგარემო არ არის ჯანსაღი საქართველოში. ყველაფერ ამაზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება,“-ამბობს გოგესაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






