ახალი ტირაჟიანი ონლიან ლატარიის ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ და ორი მომენტალური გათამაშების ,,სამი შანსის’’ და ,,საახალწლოს’’ გაყიდვები ერთდროულად მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ლატარიის სტრატეგიაა მომხმარებელს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს და საქართველოს ლატარიის თამაში გახადოს ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო.
,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მმხმარებელს მივანიჭოთ მოგების სიხარული. ახალი პროდუქტების დანერგვით ავტომატურად იზრდება საპრიზო ფონდიც, რაც იმის გარნტიაა რომ ლატარიის პროდუქტებით სარგებლობისას გაიზრდება მოგებების რაოდენობაც. 17 მარტიდან, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, კომპანიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 10 000 000 ლარზე მეტი. სწორედ ამიტომ საქართველოში ლატარიის თამაში გახდა სოციალური პროექტი, გაცემული თანხების პარალელურად ლატარიის გაყიდული თითოეული ბილეთიდან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი მიმართულია სოციალური პროექტებისკენ, რომლებსაც კომპანია სისტემატურად ახორციელებს’’- აცხადებს საქართველოს ეროვნული ლატარიის გენერალური დირექტორი გიორგი გედევანიშვილი.
ახალი პროდუქტებიდან სრულიად უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს ახალ ტირაჟიან ონლიან ლოტოს ,,5/35 -ოქროს ბურთს’’. აღიშნული გათამაშების პლატფორმა ონლიანზეა განთავსებული და გათამაშების სტრუქტურა მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიებზეა აგებული.
,,5/35 -ოქროს ბურთის’’ პირდაპირი ეთერი ყოველდღიურად საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge და facebook-ის კომპანიის ოფიციალურ გვერდზე facebook/lotto.ge-ზე საღამოს 10 საათზე გაიმართება. ,,5/35 -ოქროს ბურთის’’ ბილეთის ღირებულება 1 ლარია და ის როგორც ონლიან, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის რეალიზაციის ყველა წერტილში გაიყიდება.
საქარველოს ეროვნული ლატარიის ონლიან ტირაჟიანი ლოტოს ,,5/35 -ოქროს ბურთით’’ უკვე დაინტერესდნენ ლატარიის საერთაშორისო კომპანიები.
რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული ლატარიის ორ ახალ მომენტალურ გათამაშებას ,,სამ შანს’’ და ,,საახალწლოს’’, ამ ახალი გათამაშების დანერგვით უპრეცედენტოდ გაიზარდა მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდი და ის უკვე 23 მილიონ 173 ათას 724 ლარია! ,,სამი შანსის’’ ღირებულება 2 ლარია მაქსიმალური მოგება კი 20 000 ლარი. მეორე ახალი მომანტალური გათამაშება ,,საახალწლო’’ შეზღუდული ტირაჟით გამოდის, მისი ღირებულება 3 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება 50 000 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები






