პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
პოლიტიკა - 15:10, 17 Oct, 2018     1600
კონსტიტუციონალისტები ქვეყნის პრემიერს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მამუკა ბახტაძის უარს პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა.

მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტში სადაც წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

სპეციალისტები პრემიერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შესაძლებლობაზეც საუბრობენ, თუმცა პარლამენტში ამ პროცედურის დასაწყებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

"რაღაცა ფორმალური, პროცედურული ნორმებით იმის არგუმენტირება, რომ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მოწვევა არ მოხდება, ეს საქართველოს კონსტიტუციის წარმოუდგენელი უპატივცემულობაა. ეს არის პირდაპირ დარღვევაც მინდა გითხრათ. სამართლებრივი გზა შეიძლება იყოს პარლამენტის მხრიდან იმპიჩმენტის გამოყენება, რაც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრთან მიმართებით. სხვა ასეთი ფორმალური პროცედურები ჩვენ არ გვაქვს. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, როცა არსებობს კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ. კონსტიტუციაში მაგალითად წერია, რომ ასეთ სხდომაში უშიშროების საბჭოს მდივანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახლა ჩვენ რა დემოკრატიაზე, რა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რა კონსტიტუციურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, როდესაც საერთოდ იგნორირებას აკეთებენ უმრავლესობის წევრები კონსტიტუციის,“- განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე პრემიერს მოუწოდებს უახლოეს დღეებში შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დააყენა.

„პრემიერმა უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგში უნდა შეიტანოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი და მარგველაშვილს უნდა მსიცეს საშუალება დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის ამ უფლება-მოსილებაზე, რასაც ლოგიკურად შეესაბამება პრემიერის ვალდებულება და ვინაიდან დღის წესრიგის შედგენა პრემიერის კომპეტენციაა, თუ ის ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა.

იმპიჩმენტის წამოწყება არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან მაშინ პარლამენტი უკვე კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42