„გაერთიანებული ოპოზიცია 19,20, 21-ში თბილისში აქციას არ გეგმავს და შეხვედრებს რეგიონებში მართავს“ - ზურა მელიქიშვილი კალაძეს ურჩევს დედაქალაქის პრობლემებს მიხედოს
პოლიტიკა - 14:14, 17 Oct, 2018     1441
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 25 სექტემბერს მერიას განცხადებით მიმართა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლითაც პარტია ითხოვდა ნებართვას, 19, 20 და 21 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ფართომასშაბიანი მანიფესტაციის ჩასატარებლად. კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ აღნიშნულ მოთხოვნაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა დაინახა, განკარგულება მანიფესტაციის ჩასატარებლად მაინც გაიცემა.

როგორც აღმოჩნდა, 19, 20 და 21 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად დასავლეთში მართავს შეხვედრებს. კალაძის დღევანდელ განცხადებას კი ოპოზციიის რიგებში თბილისის მერის მხრიდან მუქარის გამოსახატად ჩვეულებრივ ბერკეტს უწოდებენ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მუქარების ენით საუბარს, უმჯობესი იქნება თუ მმართველი გუნდი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედავს, რომელიც უკვე ნებისმიერ სფეროს შეეხო:

„არ ვიცი რატომ დასჭირდა კალაძეს მუქარის სათქმელად ტექნიკური განაცხადი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ იქნა გაკეთებული და ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ბუნებრივია ყველა მიმართულებით გარკვეული დაგეგმარებიდან გამომდინარე ტექნიკური წინმსწრები პროექტების მომზადება ხორციელდება ხოლმე. რაც შეეხება მაგ დღეებს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აუცილებლად გახდება საქართველოს პრეზიდენტი, შეხვედრებს მართავს დასავლთ საქართველოში და ამასთან დაკავშირებით უშუალოდ განცხადებები კეთდება გაერთიანებული ოპოზიციის შტაბიდან. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არის დაგეგმილი და რომელიც განხორციელდება გაერთიანებული ოპოზიციიდან, ამას გაიგებთ უშუალოდ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბიდან და არა სამთავრობო დაწესებულებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ მუქარას ნებისმიერ აქციასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მსვლელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ამდენად, მერებს, გამგებლებს, რომლებიც არიან დანიშნული ივანიშვილის მხრიდან, მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არც ერთ პოლიტიკურ ძალას და არც ერთ მსვლელობას ხელი კი არ შეუშალონ, არამედ პირიქით.

მათ მიხედონ იმ მდგომარეობას, რაც არის დღეს საქართველოში. ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში არის ჩავარდნა, კატასტროფა, დანაშაული არის უკვე ზედაპირზე და თვალსაჩინო არის ყველასთვის, ყველა სფეროს შეეხო, რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და რა მდგომარეობაშია ლარი. ამას მიხედონ და არა ტექნიკურ წერილებზე მობმით მუქარების განხორციელებას“, - განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42