კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებაა, მთავრობას სხდომი ჩანიშვნა მოსთხოვოს - "სამწუხაროდ, ბახტაძეს და მის წინამორბედებს არ აქვთ გათავისებული რა არის სახელმწიფოებრივი საკითხები"
პოლიტიკა - 13:45, 17 Oct, 2018     1396
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი წინამორბედებისა და პარტიის ლიდერების მსგავსად, ქვეყნის პირველი პირის კრიტიკას აგრძელებს.

მამუკა ბახტაძე პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარს ეუბნება და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო არეგულირებს და არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროთ, რაც შეეხება და ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს,"- თქვა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის ამ განცხადებას სადაოს ხდის მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტში სადაც წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

იგივე წერია “მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებშიც - პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას, თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა.

„ნიუპოსტი“ საკითხზე კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა და უმრავლესობა მარგველაშვილს ვიწროპარტიული ინტერესების გამო ეუბნება უარს მთავრობის სხდომის მოწვევაზე, სადაც ბოლო დროს განვიითარებულ მძიმე მოვლენებზე საუბარს სთავაზობს მარგველაშვილი.

ალაფიშვილის თქმით, პრეზიდენტთან „ბავშვური კინკლაობა“ საბოლოოდ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

რა რადა გიორგი მარგველაშვილსა და მის ადმინისტრაციას კონსტიტუციის არ ცოდნაში ვერავინ დაადანაშაულებს და ვერც უსაყვედურებს. რადგან კონსტიტუციაში ბევრი რამ, სწორედ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიცვალა, ამიტომ მათ ძალიან ყველაზე კარგად იციან, ამ შეცვლილ გარემოში პრეზიდენტის, მთავრობის ურთიერთმიმართება და კომპეტენციები.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ისარგებლა და ქართულ ოცნებას მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნით 2 ჯერ უკვე მიმართა, თუმცა ორჯერვე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთხრეს უარი.

თუმცა კონსტიტუციიდან თუ გამოვალთ პრემიერები მართლები იყვნენ. პრეზიდენტის უფლებაა, კონკრეტულ საკითხების განსახილველად მთვრობას სხდომის ჩანიშვნა სთხოვოს, მაგრამ ამავე დროს, მთავრობის კომპეტენციაა ეს ინიციატივა დააკმაყოფილოს ან უარი თქვას. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ პრემიერ ბახტაძეს და არც მის წინამორბედებს სწორად არ აქვთ გათავისებული რა არის სახელმწიფოებრივი საკითხები და მკაფიოდ არ აქვთ გამიჯნული პარტიული, პოლიტიკური საკითხი სახელმწიფოებრივი საკითხებისგან. ეს არის ჩვენი მოცემულობა, როცა მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარი დღის წესრიგით და პრეზიდენტთან ბავშვური კინკლაობით წარმართავს პოლიტიკას. ისინი მთავრობის მეთაურთან აწარმოებენ ინსტიტუციურ ომს და ეს ხდება პარტიული დღის წესრიგით"- განმარტავს კონსტიტუციონალისტი.

ალაფიშვილი განმარტავს, პარტიული და პოლიტიკური ინფანტილიზმით, შესაძლოა დაზარალდეს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

"სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას პრეზიდენტი დღემდე პარტიის პრეზიდენტად წარმოუდგენია და არ სახელმწიფოს მეთაურად, რაც მათი მმართველობის უმთავრესი შეცდომა და ტრაგედიაა"- აღნიშნა ალაფიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42