მესამე სექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრის დროს ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ შეკითხვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ანდრეი პიონტკოვსკი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდისა და კრემლისთვის მუშაობს.
„მზადება და ომიც რუსეთის მხრიდან უკვე იმ დროისთვის წლების დაწყებული იყო. თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელმა ქალბატონმა კანდიდატმა კამპანია, ადასტურებს, რომ ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს. ვადევნებ თვალს ქართულ კამპანიას და მან ეს პუნქტი მოხსნა, რადგან მიხვდა, თუ რამდენად არაპოპულარული და უარყოფილი იყო ქართული საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, მას არჩევის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ეს დარტყმა იქნება საქართველოსთვის,“- განაცხადა ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






