საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 13:02, 17 Oct, 2018     713

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის (EXCOM, პარიზი) წევრი და საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქავთარაძე. 250-მდე საერთაშორისო აღიარების მქონე ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო დაფინანსების ახალი მიმართულებების განხილვა, იმ რეგულაციებზე დისკუსიის გამართვა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გლობალური გამოწვევების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ გადახდებზე, სავაჭრო დაფინანსების დიჯიტალიზაციაზე, ფინანსური დანაშაულის რისკსა და სამომავლო პოლიტიკაზე.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ICC საქართველოსთან ერთად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური შეხვედრას, ICC-ს წევრებსა და ეროვნულ კომიტეტებს, მის მონაწილეებს. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიება წელს პირველად იმართება რეგიონში, კონკრეტულად კი თბილისში. კომისიის სხდომა გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, ღია ფორუმის რეჟიმში თავი მოვუყაროთ რეგიონულ ექსპერტებს, რათა ერთობლივად განვიხილოთ ვაჭრობის ფინანსირების დარგში არსებული და მოსალოდნელი ძირითადი სიახლეები, წესები, კანონები, რეგულაციები და გავრცელებული პრაქტიკა. გაზიარებული სიახლეები და ცოდნა, თავისთავად ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის მზარდი ვაჭრობის დინამიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომას 65 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბანკირები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, იურისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42