დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრეზიდენტის მიერ მთავრობის საგანგებო სხდომის დანიშვნის მოთხოვნას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოსავალი მთავრობის საგანგებო სხდომა კი არა, არამედ, ვადამდელი არჩევნებია.
„საზოგადოება შეშფოთებულია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავრობისგან რეაგირება მოითხოვა.
რეალური რეგირება.
როცა ერთობ უკმარია ვითომ თვითდამამშვიდებელი და თავისმოსატყუებელი ფრაზები:
სისულელეა,
ღიმილის მომგვრელია,
სპექტაკლია,
ექშენი აკლია...
წესით და რიგით, დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული კრიზისის დროს რეალური რეაგირება არის - მთავრობის გადადგომა.
ეს დემოკრატიულ ქვეყანაში.
ჩვენი სამშობლო ძალიან შორს არის დემოკრატიისგან.
რადგან აქ, ჩვენში დაცული არ არის კონსტიტუციით გარანტირები, ადამიანის ორი მთავარი უფლება - სიცოცხლის უფლება და საკუთრების უფლება.
რადგან ეს ჩვენი მთავრობაც, ჩვენივე პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, კოლექტიური ბახჩო ქობულოვია, დავალებების შემსრულებელი, უზურპატორული დავალებების უსიტყვო და მონდომებული შემსრულებელი ბახჩო ქობულოვი.
და არსებული ფორმალური, მარიონეტული მთავრობის გადადგომაც კი მხოლოდ ფორმალობა იქნება, ცოტა ხნის წინ მთავარი პროკურირის გადადგომისა არ იყოს.
აბა, სად და როგორ უნდა გადადგეს არასახელისუფლო მმართველობა?
ის, ვინც რეალურად მართავს არსებულ მთავრობას, ხელუსუფლების მმართველ ძალას, -
სად და როგო გადადგეს ქვეყნის რეალური მმართველი - ივანიშვილის მაფიოზურ-კლანური დაჯგუფება?..
ამის ერთადერთი კონსტიტუციური გზა არსებობს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
არარეალურად და ილუზორულად ნუ მოგეჩვენებათ...
საზოგადოება შეშფოთებულიაო, ბრძანა ქვეყნის პრეზიდენტმა და უფრო მეტიც, მოსახლეობა აღშფოთებული და განრისხებულია...
და ასეთ დროს ქვეყნის ადექვატური რეაგირება სწორედ ეს არის - ვადამდელი არჩევნები,“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






