წყაროს ინფორმაციით, ნიკა ტაბატაძესთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„ნიკა ტაბატაძისგან დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს, ამ დღეებში გვეცოდინება“, - აღნიშნა ილია კიკაბიძემ და განაცხადა, რომ ტელევიზიაში თავად სხვა ფუნქციებს შეასრულებს, ნიკა ტაბატაძის კანდიდატურა კი იმიტომ შეირჩა, რომ ის „კარგი მენეჯერია“.
ნიკა ტაბატაძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. „არავითარი კომენტარი. არ დავნიშნულვარ ჯერ“, - უთხრა media.ge-ს ნიკა ტაბატაძემ.
ნიკა ტაბატაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალსიტი იყო, 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტიდან 2006 წელს გათავისუფლეს. ეს ფაქტი ჟურნალისტების ნაწილმა მედიაზე ზეწოლად შეაფასა და პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. მას შემდეგ ნიკა ტაბატაძე კერძო ბიზნესში წავიდა. ამჟამად არის სს „ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა“ და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები






