სააგენტოს რედაქტორების კოლეგიას მიაჩნია, რომ მაია ფანჯიკიძე ბოდიშის მოხდას დაუსაბუთებლად ითხოვს.
გთავაზობთ "ექსპრესნიუსის" განმარტებებს მაია ფანჯიკიძის მცხეთაში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:
საჭიროდ ვთვლით გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებას, სადაც მინისტრი "ექსპრესნიუსს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, კერძოდ იგი უარყოფს, რომ 2 სექტემბერს, საღამოს საათებში იგი მცხეთაში, ერთ–ერთ რესტორანში რუს სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა.
ამასთან, "ექსპრესნიუსი" ხელახლა აქვეყნებს ფოტოებს, აუდიოფაილებსა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ მაია ფანჯიკიძის მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდება უსაფუძვლოა.
ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ "ექსპრესნიუსის" განცხადების სრული ტექსტი და სააგენტოს მიერ მოყვანილი მტკიცებულებები.
მასალის გამოყენების პირობები






