ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. ომეგა ჯგუფზე განხორციელებული ფინანსური ზეწოლის გამო, ტვ იბერიას არსებობის წყარო აღარ გააჩნია.
ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.
„იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა იბერიაც და ომეგა ჯგუფიც. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
"აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა "თავისუფალი სივრცეც". სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა"- აცხადებს ხუზმიაშვილი.
ის შექმნილ მძიმე ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელსიუფლებას აკისრებს.
მისი თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტი თავიდანვე აცხადებდა, რომ "ომეგა ჯგუფზე" თავდასხმა პირდაპირ აისახებოდა "იბერიაზე".
"ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა. ამ ეტაპისთვის ვართ პარალიზებული და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს"- ამბოსბ ხუზმიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






