მარია ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კავშირები ნელნელა ვითარდება და რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა.
„თქვენ მოახდინეთ ბატონი კარასინის ინტერვიუს ციტირება. მე ვერაფერს დავამატებ, რადგან ეს ჩვენი საწყისი პოზიციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება აუცილებელია. ამას სულ ვიმეორებთ და ყველას ვახსენებთ, რომ რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორი ერის კავშირები და ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებშიც კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების მოთხოვნა. ამიტომ, ბატონმა კარასინმა ჩვენი მუდმივი პოზიცია გაიმეორა. რუსეთს არ გაუწყვიტია ეს კონტაქტები. რაც შეეხბა დეტალებს, მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა მარია ზახაროვამ რუსთავი2-ის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
რაც შეეხება გრეგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისთვის რუსული მხარე ემზადება და დღის წესრიგზე მუშაობს, ზახაროვამ დეტალებზე არ იაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვერ დაარღვევს სუბორდინაციას და იმაზე მეტს ვერ იტყვის, ვიდრე სერგეი ლავროვის მოადგილემ გააჟღერა.
ან გამოხატა რუსეთის პოზიცია, მე მისი განცხადების კორექტირებას არ მოვახდენ. დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია,“ - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მასალის გამოყენების პირობები






