"საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შეშფოთებას იწვევს"- "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნო
პოლიტიკა - 18:43, 16 Oct, 2018     1233
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნომ 16 ოქტომბერს საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა:


„საერთაშორისო გამჭვირვალობა" შეშფოთებულია ბოლო პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.

2018 წლის 3 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებდა საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე, რომლის საშუალებითაც სარგებელი უნდა მიეღოთ მაღალი თანამდებობის პირებს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" და მოსამართლეებს.

მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამ მოგვიანებით მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, რომ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან და უზრუნველყოს კორუფციასა და არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ანტიკორუფციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან აკრედიტირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური მოძრაობის მიერ.

„მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ასევე უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტს მიმდინარე წლის ზაფხულში", - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარემ დელია ფერეირა რუბიომ, - "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი უკუსვლა დემოკრატიული მმართველობის კუთხით. ძალზე დასანანი იქნება, თუ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეულ პროგრესს კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ სვლა ჩაანაცვლებს."

2017 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსში" ქვეყნის შედეგის ანალიზისას „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" უკვე აღნიშნა საქართველოში ანტი-კორუფციული კანონებისა და რეგულაციების აღსრულების, ასევე გავლენიანი პოლიტიკოსების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შემთხვევების გამოძიების მხრივ არსებული ნაკლოვანებები.

ისევე, როგორც მისი ეროვნული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა" ფიქრობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი არჩევნებზე დაკვირვებისას. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს მაღალი დონის კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება, რომლებზეც გავრცელებული აუდიო ჩანაწერები მიუთითებენ.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42