ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ მოხდა ხარძიანის ლიკვიდაცია, რასაც საქმის შეკერვა მოჰყვა.
ცნობისთვის, აუდიოფალიში სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის. ის სხვა საკითხებთან ერთად, ბესიკ ხარძიანის მკვლელობასაც ახსენებს და ამბობს, რომ ეს საქმეები ხელისუფლების დავალებით სწორედ მან "დაალაგა".
ის, რომ ხარძიანი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია და ამასთან საქმე ხელისუფლებამ "ჩაფარცხა" ეჭვი არ ეპარება მოკლული ბიზნესმენის შვილს მიხეილ ხარძიანს, რომელმაც “ნიუპოსტთან“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა შემკვეთისგან ინდულგენციის საფასურად დიდი ფული აიღეს.
მიხეილ ხარძიანი მამის მკვლელობის შეკვეთაში დღესაც დედინაცვალს, ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.
ჩვენი რესპოდენტი ეჭვობს, რომ ნონიკაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ურთიერთობა „დაალაგა“ და სწორედ ამიტომ, მოკლული ბიზნესმენის შვილებს, საქმის მასალებთან წვდომა არ აქვს.
შეკვეთილი მკვლელობიდან სამი წლის თავზე, ხარძიანი დარწმუნებულია, რომ ქილერმა ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით დატოვა ქვეყანა.
"ის, რაც სუბელიანმა გააჟღერა, რომ ხელისუფლების დავალებით მამაჩემის, ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე დაალაგა, ეს ჩემთვის ცნობილი იყო. სამ წელზე მეტია ვამბობ, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეში გარეულები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები აქით უნდა მომერიდონ. ჩემი პოზიცია უცვლელია: ხელისუფლებამ ეს მკვლელობა ჩაფარცხა, ამის ნათელი მაგალითია, ის რომ დაზარალებულად სცნეს, მამაჩემის მეორე მეუღლე, რისი უფლებაც მთავარ პროკურატურას არ ჰქონდა. როცა ადამიანს ორი ოჯახი ჰყავდა, უნდა ჩაეტარებინათ წილისყრა, უფლება-მონაცვლეებს შორის, რაც საგამოძიებო ორგანომ არ გააკეთა, და დანიშნეს სასამართლო. მე მაშინვე მივმართე იურიდიული კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს, რაზეც ის ირაკლი შოთაძეს უთითებს, რომ იგი ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს და დროულად გამოესწორებინა ეს ხარვეზი, რაც არ გამოასწორეს და ჰაერს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა"- განაცხადა სუბელიანმა.
მიხეილ ხარძიანი იხსენებს, რომ მკვლელობის პირველივე წუთიდან მისმა დედინაცვალმა სამეს პოლიტიკური ელფერი მისცა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტიკურად აწყობდა.
„ნინიკაშვილმა პირდაპირ გაიშვირა ხელი გია უდესიანზე ისე, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, მან ამ განცხადებით დღევანდელ ხელისუფლაბას ხელი დააფარა. ჩემი ეჭვით და ვარაუდით, ეს განცხადებები იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული - უდესიანისკენ გაიშვირეს ხელი, რომ თვითონ ჩრდილში ყოფილიყვნენ. ქილერი ყალბი საბუთებით შემოუშვეს და ყალბი პასპორტებივით გაატარეს საზღვარზე. რაც ყველაზე ცუდია, ისინი საქმის მასალებში არ მახედებენ. სამჯერ მივმართე პროკურატურას თუმცა არაფერს მეუბნებიან, შესაბამისად, საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ მეძლევა“ - უთხრა „ნიუპოსტს“ მიხეილ ხარძიანმა.
მოკლული ბიზნესმენის შვილი იმ მიზეზებს ღიად ასახელებს, რომლის გამოც, მისივე შეფასებით, რეალური დამნაშავეები ხელისუფლების ფრთისქვეშ არიან.
ხარძიანი მოკლულის ქვრივსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის კორუფციულ გარიგებას ასახელებს.
„მას შემდეგ, რაც მამაჩემის მკვლელობის პირველივე წუთიდან, ქალბატონი ნონიკაშვილი ქონებას ითხოვდა, ჩვენზე განხორციელდა თავდასხმა, სცენარის მიხედვით, მე და ჩემი და უნდა მოვმკვდარვიყავით, რის შემდეგაც ნონიკაშვილი მიიღებდა 100% იან სამკვიდრო წილს. და შემდეგ, რომ მიიღებდა ამ ქინებას, მილიონებს, წილს მიიღებდა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ეს ჩემი გონივრული ეჭვია, ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის შეკერვის სანაცვლოდ მიიღებდნენ მილიონებს და სუფთადაც გამოძვრებოდნენ. ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ. პირდაპირ ვამბობ, მამაჩემი მილიონების გამო მოკლეს“- აღნიშნა ბესო ხარძიანის ვაჟმა.
ცნობისთვის, 2015 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14.00 საათზე ბიზნესმენი ბესო ხარძიანი თბილისში, მარაბდის #25-ში, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. დაქირავებულმა ქილერმა, რომელიც მოპედით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბიზნესმენის მკვლელი და მკვლელობის შემკვეთი ამ დრომდე დასჯილები არ არიან.
მასალის გამოყენების პირობები






