დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ კობახიძემ გუშინ აღიარა თავისი ქცევით, რომ დღეისთვის მზადდებოდა ფარული ჩანაწერი დადგმული სცენარით.
„რაც შეეხება საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ნიკა მელიას ძალიან მოულოდნელად დაესხა თავს, რომ მას წამოსცდა რარაც პირდაპირ ეთერში, ეს წამოცდენა იყო არა ნიკა მელიასი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის, სწორედ ამ ჩანაწერის შინაარსისკენ წაიყვანა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი შენიშვნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ უმძიმეს დანაშაულში არა მხოლოდ პირველ დანაშაულში, არამედ ახლა შექმნილ დანაშაულებრივ ჩანაწერში, რომლითაც ცდილობენ უმძიმეს კრიმინალურ მოვლენებს დააფარონ ხელი და ჩაფარცხონ, გარეულია არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები, არამედ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი ხელმძღვანელობა. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინდელი თავისი ყველასთვის აუხსნელი ჩართვით თუ ჩაკითხვით, ნიკა მელიას საუბარში, პარლამენტის ბიუროზე, როდესაც ის ეუბნებოდა, რომ ეს წამოცდენააო, მიგვანიშნა მისდაუნებურად, რომ ის საქმის კურსში იყო, რომ ამგვარი დანაშაულებრივი ჩანაწერი იგეგმებოდა და ითხზვებოდა ხელისუფლების კულუარებში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენ ასევე ვადანაშაულებთ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის და მივიჩნევთ, რომ იგი უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული და მის წინააღმდეგ უნდა გატარდეს კანონმდებლობით დადგენილი ყველა ზომა და დადგინდეს მისი მონაწილეობის მასშტაბი ამ საქმეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






