სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - მთავარმა პროკურატურმა დღეს ახალი ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც უწყების მტკიცებით 6 ივლისს არის ჩაწერილი და სადაც კვლავ მიმდინარეობს დიალოგი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის.
კობახიძის თქმით, ჯაფარიძეს სუბელიანის საუბარი სერიოზულად არ აღუქვამს, ამიტომ მმართველ გუნდსა და დეპუტატს შორის არავითარი განხილვა არ შემდგარა:
„ბატონმა ვიქტორმა განმარტა, რომ მას სერიოზულად არ აღუქვია იმ საუბრების შნაარსი, რომლებსაც ის აწარმოებდა ბატონ მირზა სუბელიანთან, შესაბამისად ჩვენ კომუნიკაცია ამასთან დაკავშრებით არ გვქონია, ეს არის მარტივი პასუხი რომელიც შემიძლია გაგცეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება მირზა სუბელიანის მხრიდან მუქარის მესიჯებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა მუქარას პასუხს გასცემენ:
„მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს, ჩვენ მუქარის არ გვეშინია, არა ერთხელ ვთქვით, რომ არავის არ ეშინია არც ერთი ადამიანის მუქარის, მათ შორის თუნდაც მირზა სუბელიანის მუქარის, თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე, ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. ეშინოდა იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვას როგორ მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ფარული ჩანაწერის გაკეთება, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს საკუთარ ტელევიზიაში უნდა მოიკითხონ:
„რაც შეეხება მიყურადებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკუთარ ტელევიზიაში უნდა გამოიკითხოთ, რადგან თქვენ დადეთ ფარული ჩანაწერები“, - აღნიშნა კობახიძემ.
ჯაფარიძისთვის გაცემული ნებართვის შესახებ კი აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა არ არის მიიღოს ინფორმაცია დეპუტატსა და პატიმარს შორის შემდგარი საუბრის შესახებ:
„რაც შეეხება ნებართვის გაცემას, შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, ათეულობით ასეთი შემთხვევა გვაქვს საქართველოს პარლამენტში და მე არ ვინტერესდები საუბრის შინაარსით, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა გასცეს ნებართვა და არ არის პრეროგატივა შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიღება, პარლამენტის თავმჯდომარე არ არის დირექტორი და არ აქვს უფლება მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია დეპუტატსა და საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის საუბრის შინაარსზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






