ირაკლი კობახიძის თავდასხმა რუსთავი 2-ზე - "რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა"
პოლიტიკა - 17:17, 16 Oct, 2018     5944
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს, დღეს გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დგავს სპექტაკლებს. კერძოდ კი „ომეგას საქმე“ და სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები მოიხსენია სპექტაკლად.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აწარმოებს მედიამონიტორინგს და შედეგენი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს. კობახიძე დამოუკიდებელ ტელეკომპანიზე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა და ტვინის გამორეცხვის პოლიტიკა.

„პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი 2-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა, კერძოდ, რუსთავი 2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების საუკეთესო პრაქტიკას, ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს, ანუ საუბარია კონკრეტულ მონაცემებზე, როგორც თვისობრივ მონაცემებზე, ასევე რაოდენობრივ კვლევაზე და ბუნებრივია ამ მედიამონიტორინგის შედეგსბ მივავდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მედიამონიტორინგის ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ წარმოებს ეგრეთ წოდებული „ბრეინ წოშინგის“ ანუ ტვინის გამორეცხვის კამპანია, ეს ჩვენ გვახსოვს, 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა ვხედავდით, ასევე იმასაც, რომ ყოველთვის ეს „ბრეინ ვოშინგი“ ასევე იყო წარუმატებლობისთვის განწირული, ამას აქვს ობიექტური მიზეზი, რომ ვერანაირი „ბრეინ ვოშინგი“ სიმართლეს ვერ დაფარავს. აქამდე თუ იყო „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზაიმ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია, ეს არის დღევანდელი რეალობა. შეგახსენებთ 2 ძირითად საქმეს, რომელზეც იყო არსებითად აგებული ეს „ბრეინ ვოშინგი“ ანუ ტვინის გამორეცხვა, ერთი ეს იყო „ომეგა ჯგუფის“ საქმე, პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ რუსთავი 2-მა, დადასტურდა სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და მალევე ცავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გაირკვა სიმართლე, დაიწყო ახლა მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთერი არ იწვევენ. "გაურბიან ჩვენი წარმომადგენლების მიწვევას ეთერში, რადგან მათი ინფორმაციის გაშუქებას ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა" - განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42