„შავი ორშაბათი გათენდა, როდესაც "რუსთავი-2"-ზე გავიდა ჩანაწერები და ამ ფირმა დაგვანახა რა მასშტაბების შეთქმულება არის სახელმწიფო წინააღმდეგ. ჩვენ დავინახეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვაქვს, აღარც კანონი მოქმედებს და ყველა ინსტიტუცია არის მაფიის განშტოებად გადაქცეული. სასჯელაღსრულების სისტემას თურმე ვიღაც ყოფილი პროკურორი, რომელიც კანონიერ ქურდს უფრო ჰგავს, ვინმე სუბელიანი კრიშავდა, ფარცხალაძე გარედან მართავს პროკურატურას, და ასე აქვთ დანაწილებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. ეს ხალხი ძალადობს მოქალაქეებზე, ამ ხალხს ჰყავთ კერძო ციხეები, კერძო შეიარაღებული, არაკანონიერი კრიმინალური დაჯგუფებები. ქვეყანას მართავს ტოტალური კრიმინალი, კატეგორიულად არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც თავიანთ „რაზბორკაზე“ მათი ტერმინი უნდა ვიხმარო, დაგეგმეს საქართველოს მარიხუანის პლანტაციად გადაქცევა და საქართველოს ხლეისუფლების ნარკობარიგად გადაქცევა. 200 ათასი ხელმოწერა გვჭირდება, ეს პროცესი დაწყებულია... არ დაინანოთ თქვენი ხელმოწერა, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ და სამუდამოდ ავკრძალოთ საქართველოს მარიხუანას პლანტაციებად გადაქცევბის გეგმა ბოდვითი კანონპროექტები“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






