გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხება. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში დარჩეს.
„ამ ქალაქში იწერებოდა ქართული ისოტრია, ჩვენი ცივილიზაციის ქართული ისტორია, ამ ქალაქში დაიწყო და გამტკიცდა ქართული სახელმწიფოებრიობა, და 21-ე საუკუნემდე მოვიდა, ამ ქალაქი დაიბადა ქართული მოქალაქეობრიობის შეგრძნება და როდესაც ჩვენ უზარმაზარი, მრავალსაუკნოვანი შესვენების შემდეგ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ქუთაისმა თბილისს გადაუსხა სისხლი და თუ ვიმე არის საამაყო ჩვენს კულუტურაი, თეატრში, მეცნიერებაში და სპორტში, ყველა გააგზავნა, რომ ქართველობას ამ ადამიანებით ეამაყა. როცა ასახელებ ზაქარია ფალიშვილის, პეტრე ოცხელის, გალაქტიონის, ცისფერყანწელების სახელებს, ქალაქმა მეტი რა უნდა მისცეს ქვეყანას, როცა აახელებ ქართველ ეპისკოპოსებს , რმლებმაც იბრძოლეს და იაღწიეს, რომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალკია აღვადგინეთ, დოსითეოზ ქუთათელს, გაბრიელ ქიქოძეს, ექვთიმე აგენათელს, ეს ხალხი იყო, ვინც ისტორიას წერდა და ამ წვლილის შემდეგ ე.წ ხელისუფლება და ვიღაცის ოცენბა დაკავებულია იმით, რომ აქარველოს ისტორიული დედაქალაქიდან წაიღოს პარლამენტი. პირობას გაძლევთ, რომ არ წავაღებინებთ და თუ მოასწრეს დამარცხებამდე წაღება, დავაბრუნებთ უკან. თუ იმ საცოდავ ყრუ პროვინციელებს, რომელიც ივანიშვილმა შეყარა პარლამენტში, ქუთაისში ცხოვრება ეთაკილებათ და არ მოსწონთ, აი ჩვენ ნეტავი აქ გადმოგვიყვანა საცხოვრებლად“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






