საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც კვლავ მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, თუმცა აღარ ჩანს ჩანაწერში სუბელიანთან დაახლოებული პირი.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი მიმდინარე წლის 6 ივლისს სასჯელაღსრულებისთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
საკითხზე კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში კეთდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე რაიმე სახის შეფასება ქვეყანაში არეულობის შემოტანას მომემსახურება:
„წინასწარ დასკვნების გაკეთება იქამდე, ვიდრე გამოძიებით არ არის გადამოწმებული ნამდვილობა, მონაწილეების ჩვენებები არ არის მიღებული და ფაქტები არ არის გადამოწმებული, წინასწარ დასკვნების გაკეთება, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ინტერესებში შედის, ვისაც უნდა რეალურად სცენარი არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ქაოტური, რაც შეიძლება პროვოკაციული და ეს არის ძალიან პოლიტიკური დღის წესრიგი. ამიტომ, თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს და მართლაც უნდა ფაქტების გადამოწმება და ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ და მეც მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაკითხოს ყველა პირი, დაკითხოს თავად სუბელიანი, გადაამოწმოს ამ საუბრის ნამდვილობა,“ - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






