საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია - საჯად კარიმი
პოლიტიკა - 16:20, 16 Oct, 2018     603

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევეხეთ ყველა რელევანტურ საკითხს, მათ შორის ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე." - განაცხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

ევროპარლამენტარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც როსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და დაგმობილი იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა დ პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას.

„შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადექვატური გამკლავება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკვშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლეები საგრძნობლად შემცირდა." - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

საჯად კარიმის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე საქართველოსგან ევროკავშირში შემავალი პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში. დავით ზალკალიანმა 2018 წლის 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42