მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების დაპირისპირება - რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს
პოლიტიკა - 15:49, 16 Oct, 2018     1707

რუსეთის საპატრიარქოს მიერ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის საკითხს საქართველოს საპატრიარქოს მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გამოეხმაურა. ბოტკოველის თქმით, საქართველოს საპატრიარქო თავის პოზიციას ორივე მხარის არგუმენტების შესწავლის შემდეგ დააფიქსირებს:

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში, ვგულისხმობ ორი მძლავრი ეკლესიის კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების დაპირისპირებას. ალბათ იცით, რომ მინსკში ჩატარებულმა სინოდმა განაჩინა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მწუხარებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ სამომავლოდ ეკლესიები გააცნობიერებენ ამ შემთხვევის მნიშვნელობას და იქნება გამოინახოს გზა, რომელიც ამ ურთიერთობას აღადგენს. ეს ძალიან რეზონანსული იქნება და მთელ მართლმადიდებელ სამყაროში სერიოზულ დისონანსს შემოიტანს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მოსკოვის საპატრიარქოს რეაქცია, რომელმაც ჯერ განცხადებით, შემდეგ კი არგუმენტებით გაამყარა, თუ რატომ არ ეთანხმებიან მსოფლიო საპატრიარქოს განჩინებას. ჩვენ უნდა გულდასმით შევისწავლოთ არგუმენტები, რაც გავრცელდა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან და სავარაუდოდ იქნება ალბათ არგუმენტები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდანაც, თუ რის საფუძველზე მოახდინა ის ცვლილება, რაც მოხდა უკრაინაში. ჩვენ სხვა კომენტარებისგან თავს შევიკავებთ, ეს არის დიდი მასალა და რაც მთავარია ეს არის კანონიკური სამართლის ნორმები, რაც საფუძვლიან და ღრმა გამოკვლევას საჭიროებს. ჩვენ შევისწავლით ორივე პოზიციას გულდასმით, მიუკერძოებლად და შემდგომში საქართველოს წმინდა სინოდი იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამას ხვდება მართლმადიდებელი ეკლესია და საერთოდ საზოგადოებაც, რომ ასეთი რეზონანსული გადაწყვეტილებები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არ ყოფილა ადრე მიღებული. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ საფრთხეებს აქ, ამიტომ მინდა სხვებსაც ვთხოვო და ჩვენს მრევლსაც, რომ გამოვიჩინოთ სიმშვიდე.“- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42