ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მისი დისკრედიტაციით არის დაკავებული, ამის მაგალითი არის ჩანაწერში ნახსენები ფრაზა "სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს".
შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი შვილის მკვლელებს მფარველობს, სწორედ ამ გახმაურებულ მკვლელობას გადაყვება.
"იმდენად შოკირებულია ხელისუფლება იმ ფაქტით, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედებები გამოაშკარავდა, რუსთავი 2-ის სკანდალური ჩანაწერების შემდეგ, ისინი გამოსავალს ვეღარ პოულობენ. იციან, რომ ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე საზოგადოებაში ძალიან დიდი საპროტესტო მუხტი აგორდება. რაც შეეხება, დღეს გავრცელებულ ე.წ. ჩანაწერს, ჩემი აზრით ის გუშინ არის გაკეთებული, რომ მთელი იერიში ჩემზე გადმოსულიყო. მოსიმინეთ, რასაც ამბობს, თურმე ფული მაქვს აღებული და სხვა...უნდათ, რომ ტალახი მესროლონ და საზოგადოებაში აზრი გაიხლიჩოს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






