საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც გამოეხმაურა უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეს.
„შემაშფოთებელი იყო ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ გავრცელებული მოვლენები, მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს და ეს სტანდარტი მინდა შევინარჩუნო, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც იქნა გამოვლენილი, ბრალდებებს არაფორმალური, კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის და სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავლსაზრისით, პასუხი გაეცა, რომ ეს საკითხები, თურმე, ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა, ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი, თუ ეს არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია, პოლიტიკური ძალის მიერ არაადექვატური ღიმილი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული, არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






