საქართველოს პრეზიდენტისთვის საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოება მიუღებელია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არსებულ პოლიტიკურ დებატებში გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლებას. მე ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ, არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია, არ მიმაჩნია რომ მათ უნდა მოიხადონ სასჯელი, როგორც კრიმინალებმა, მაგრამ სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში, თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და მეორე, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო როგორც ნარკოტიკების მწარმეობელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც გვაფასებენ და გვიცავენ, ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რთული შედეგები, საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნივთიერების მწარმოებელი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






